ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდება. მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე საუბრობს ვიცე მერიც, მისი ინფორმაციით, თბილისის მერია ვაგონებს რუსული კომპანიისგან შეიძენს.