თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული ექსპეზიდენტის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომის პირველ ნაწილს თავად მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას უკრაინულად მიმართა და აღნიშნა, რომ მას ციხეში წამებით კლავენ. სხდომაზე გამოიკითხნენ ექსპერტებიც, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად აკვირდებიან. მათი შეფასებით, სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები, სასჯელის მოხდას შეუძლებელს ხდის. კიდევ რა თქვეს მოწმეებმა და როდის უნდა ველოდოთ სასჯელის გადავადების საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადებას.