ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ჩამოვედი კიევში. ომიდან თითქმის ერთ წლის შემდეგ უკრაინა დავიწყებული არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მამაც ხალხთან ერთად ჩვენ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
კიევში ის უკრაინის პირველ პირს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„კი, ავსტრია არის ნეიტრალური საომარი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ნეიტრალურები ჩვენს დამოკიდებულებაში. უკრაინელები იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის და თავისი ბავშვების მომავლისთვის და ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავსტრია და უნგრეთი შეთანხმდნენ რომ იარაღი უკრაინაში არ გაგზავნონ.