თებერვლის ბოლოს პოლონეთში ჯო ბაიდენის ვიზიტი იგეგმება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთს ბაიდენის ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვიოს.
ცნობის თანახმად, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქები – ჟეშუვი და ვარშავა სახელდება. უკრაინული დიპლომატიური წყაროს შეხვედრაზე „უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს“.