მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სიტყვით უკრაინულად მიმართა და განაცხადა, რომ მას ციხეში წამებით კლავენ.
სააკაშვილის ვიდეო ჩართვის შემდეგ დაიწყო სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის გამოკითხვაც, რომელმაც სააკაშვილისთვის დასმულ დიაგნოზებზე ისაუბრა.