მარცვლეულის გლობალური ბაზარი საფრთხის ქვეშაა. საფრთხეს არამარტო გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ასევე კლიმატის ცვლილებაც წარმოადგენს. ამის შესახებFinancial Times-ი ექსპერტებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება. ნეგატიური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო მეტეოროლოგებსაც. საუბარია ანომალიური, გლობალური კლიმატური მოვლენის ე.წ. ელ-ნინიოს მზარდი ალბათობის შესახებ. ეს უკანასკნელი კი საფრთხეს უქმნის გლობალური ტემპერატურის რეკორდულ დონემდე მატებას და შესაძლოა, გამოიწვიოს გვალვა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ავსტრალიაში, ხოლო წყალდიდობა ლათინურ ამერიკაში, მათ შორის ბრაზილიასა და არგენტინაში.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის სასურსათო უსაფრთხოება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გლობალური მარცვლეულის მარაგი დაბალია, ხოლო ფასები - არასტაბილური. არსებულ ვითარებს მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის უფროსი ეკონომისტიც გამოეხმაურა. ჯონ ბაფესმა გლობალური მარცვლეულის ბაზარზე არსებული მდგომარეობა „ერთ ძრავზე ფრენას“ შეადარა და აღნიშნა, რომ თუ ეს ,,ძრავა“ გაჩერდება, მსოფლიოს პრობლემები შეექმნება.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა