საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელშიც აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები. საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს.სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო. სპეციფიკური საქმიანობებიდან, აღნიშნული მიმართულებების ამოღება გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.
რა მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ კი დამსაქმებლების მხრიდან დარღვევა მოხდება? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე