კლიმატის ცვლილება დღესდღეობით და ასევე მომავალი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევა იქნება. ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი კონცეფციის მომზადებაში, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. სწორედ ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტი დაამტკიცა.
აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.