პაკისტანის მეჩეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელია.
ქალაქ პეშავარის მეჩეთში აფეთქება შუადღის ლოცვის დროს მოხდა, როდესაც შენობაში ჟილეტზე დამაგრებული დეტონატორით ტერორისტი შეიჭრა და თვითლიკვიდაცია განახორციელა. შედეგად მეჩეთი ჩამოინგრა, დაშავდა 225-ზე მეტი ადამიანი.
მომხდარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ის პაკისტანის „თალიბანის“ დაჯგუფებას დაუკავშირა.