ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება განიხილოს, თუ ამას ორივე ქვეყანა და შეერთებული შტატები სთხოვენ.
„თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ს ინტერვიუში და დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა "სწორი დრო და შესაფერისი გარემოებები".
ნეთანიაჰუს მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შუამავლობა მას გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იყო და არა პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, ვინ სთხოვა შუამავლის როლის შესრულება, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს თხოვნა "არაოფიციალური" იყო.