მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სურს საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ საკუთარ პროცესს დისტანციურად დაესწროს. ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობისა, სააკაშვილს სურს, რომ სასამართლოს სიტყვით მიმართოს. დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სურვილს და მოხერხდება თუ არა ტექნიკურად ჩართვის ორგანიზება, ეს ჯერ უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის პარალელურად დღეს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაც გაიმართება.