რეაბილიტაციის გამო, ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულება კომპანია "ბადა ქონსტრაქშენთან" დაიდო და რეაბილიტაცია 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდება. სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება, ვადად კი 18 თვე განისაზღვრა.
კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტრო ივნისი-აგვისტოს შუალედში დაიკეტება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ პერიოდში ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზები დაემატება.