ლონდონის ჩელსის იტალიერლი ნახევარმცელი ჟორჟინიო კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ გუნდში 20 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მეთოფეებს მისი ტრანსფერი 14 მილიონი ევრო დაუჯდათ.
არსენალის თავკაცის მიკელ არტეტას თქმით ჟორჟინიოს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია, მას არაერთი ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ახალი გამოწვევებისთვის ის მზადაა და იმედოვნებს, რომ ახალ კლუბს წარმატებაში დაეხმარება.
ჟორჟინიო ჩელსის შემადგენლობაში 2018 წლიდან თამაშობდა, რა დროშიც მან 213 შეხვედრა და 29 გატაილი გოლი ჩაიწერა აქტივში. ლონდონის არსენალი კი პრემიელ ლიგის ცხრილის სათავეშია, უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებს და ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.