საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების მოთამაშეების რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსია ბილბაოს დაუპირისპირდა, შეხვედრა ქართველების გუნდის გამარჯვებით 90:72 დასრულდა.
ორივე მოთამაშე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თადმა 21 წუთში 17 ქულა 1 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. მაკფადენმა 11 დან 6 საჯარიმო 3 დან 2 ორ ქულიანი და 8 დან 4 სამ ქულიანი ჩააგდო, ის თავის გუნდში შედეგიანობით მეორე იყო. ანდრონიკაშვილმა პარკეტზე 5 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, ახალგაზრდა კალათბურთელმა ორ ქულიანის გამოყენება ზუსტად შეძლო.
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის 22-ე ტურში ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 84:72 მოახერხა მეტოქის დამარცხება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ 8 დან 5 ორ ქულიანი და 6 დან 5 საჯარიმო ჩააგდო ზუსტად, ერთი სამ ქულიანი კი ააცილა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი თავის გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი იყო და ის 19 გაუტოლდა.