ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში ვალიადოლიდთან განცდილი მარცხის შემდეგ ვალენსიის თავკაცი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გიორგი მამარდაშვილის ვალენსია 2 თებერვალს მადრიდის რეალს ესტუმრება, სადაც მათი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი სალვადორ გონსალეს მარკო ვორო იქნება.
59 წლის მწვრთნელი ვორო უკვე 6 ჯერ იყო ვალენსიაში დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მან მთელი საფეხბურთო კარიერა ამ გუნდში გაატარა და 2002 წლიდან ვალენსიის სამწვრთნელო შტაბშია. სალვადორმა ესპანურ გამოცემა სუპერდეპორტესთან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვალენსიას რიგებში განსაკუთრებით თავდაჯერებულობის ნაკლებობა შეინიშნება. „20 გუნდიან ჩემპიონატში მე14 ადგილზე ყოფნა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია, ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი შევცვალოთ“ - განაცხადა ვორომ.
ღამურებს 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 20 ქულა აქვთ და ცხრილში მე-14 ადგილზე არიან. ვალენსია გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.