პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის არჩევნები კვლავ მსჯელობის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრის, ვასო ურუშაძის შეფასებით, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში "ნაციონალური მოძრაობა" პირველი პარტიაა, სადაც თავმჯდომარე მაღალი კონკურენციის პირობებში აირჩიეს. მისი შეფასებით, მსგავსი პროგრესი გავლენას მოახდეს მთლიანად ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.
საპირისპიროს ადასტურებს პარტია "გირჩის" წევრი. ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობის" შიდა არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლობლობა სხვა პარტიის წევრებსაც ჰქონდათ და მან ხმა თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს ნონა მამულაშვილს მისცა.