საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ისინი უარყოფენ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელმაც კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, კომიტეტის გადაწყვეტილება დისკუსიის საფუძველი არ უნდა იყოს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საჭიროა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის საკითხის განხილვა, რასაც უკრაინული მხარის კრიტიკა მოჰყვა.