შრომის ინსპექციის სამსახურში, სპეციალური საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა. ცხელ ხაზზე 15-75 ნებისმიერი დაინტერესებული პირი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.