ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.