შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა. მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით ჩაშლილი იქნება.