ვინ იდგა ნიკა მელიას წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის უკან, რომელშიც, სავარაუდოდ, მელია სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს, რომ ამ შინაარსის აუდიო შეტყობინება მელიამ მეგობრებს ნამდვილად გაუგზავნა და ის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც მოისმინეს. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ჩანაწერის გავრცელების უკან სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დგას. თამარ ჩერგოლეიშვილის ეს განცხადება ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებად აღიქვეს ლევან ხაბეიშვილის ფლანგის წევრებმა, თუმცა ისინი მასალასთან კეზერაშვილის რაიმე კავშირს უარყოფენ.