გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში, თავად მიხეილ სააკაშვილი თანხმობას აცხადებს. ექს პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ დილით განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, გვიან ღამით გონება დაკარგა, წაიქცა და ხელი დაიზიანა. ალასანიას თქმით ეს ინფორმაცია მას ექიმებმა მიაწოდეს. „ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს რომ გონების დაკარგვის ეპიზოდი არ ყოფილა, ექს პრეზიდენტმა წონასწორობა წამიერად დაკარგა და წაიქცა. მისივე განცხადებით მიხეილ სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ლაბორატორიული მონაცემების კუთხით კი გაუმჯობესება აღენიშნება. მთელი დღის განმავლობაში კლინიკა ვივამედთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.