ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში 11 000 კვ. მ-ზე განხორციელდა. აქედან 5000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.
კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6300 კვ.მ-ზე ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები.