ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მეხუთე ბრალდებულ კაცს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მას 8 წლით, პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა ქალზე 8 წლის წინ იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრალდებულები მხოლოდ 8 წლის შემდეგ გასამართლდნენ.