"ვივამედთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სააკაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან - Palitra News

"ვივამედთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სააკაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან

2023-01-31 16:58:53+04:00

კლინიკა "ვივა მედის“ ექიმებმა მესამე პრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა შესთავაზეს. როგორც ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, ექს პრეზიდენტი სუსტად არის, მას გადასხმას უკეთებენ და სავარაუდოდ, რეანიმაციაში გადაიყვანენ. ვივამედში იმყოფებიან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ექს პრეზიდენტის ოჯახის წევრები