Alzheimer Forschung Initiative (AFI)-ისთვის შექმნილი ვიდეორგოლი The Glitch ცოლ-ქმარს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას გვიჩვენებს… ისინი ერთად იბრძვიან დამაბნეველი და იმედგამაცრუებელი მომენტების დასაძლევად, რომლებიც ალცჰაიმერის დიაგნოზს ახლავს თან. კამპანია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნევროლოგიური აშლილობა პაციენტის ტვინში არსებული „გაუმართაობაა“.
„გვინდოდა, სიუჟეტი შეგვექმნა იმ ადამიანებზე, რომლებიც ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც ალცჰაიმერი ბუნებრივი მოვლენაა. ზოგიერთს კი საერთოდ არ ესმის ამ დაავადების პრობლემები“, — ამბობს AFI-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელი, კრისტიან ლეიმბახი. საგულისხმოა, რომ სიუჟეტი რეალური სცენარებითაა შთაგონებული.