საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Balenciaga ახალი კოლექციის ჩვენებას 5 მარტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ.
რამდენიმე ფოტოზე, ბავშვებთან ერთად, აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც ტყავის, BDSM ელემენტებით არის გაფორმებული. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს.
Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია.