ახალი რეალობა "ნაციონალურ მოძრაობაში" - ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ მისი მხარდამჭერები ბრძოლის გაძლიერებას და ქუჩის მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. პარტიის ახალი მმართველი გუნდი ბრძოლის პროცესში არც პარლამენტის ბოიკოტირებას გამორიცხავს და ამ საკითხის გარშემო მსჯელობის დაწყებას აანონსებს.
პარტიის მთავარ ოფისში ამ დრომდე არ გამოჩენილა ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და არც მისი გუნდი.