ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ინფორმაციას ავრცელებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ, რაც ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე არ დაადასტურა.
ამასთან ექს პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ დილით განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, გვიან ღამით გონება დაკარგა, წაიქცა და ხელი დაიზიანა. ალასანიას თქმით ეს ინფორმაცია მას ექიმებმა მიაწოდეს.
„ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს რომ გონების დაკარგვის ეპიზოდი არ ყოფილა, ექს პრეზიდენტმა წონასწორობა წამიერად დაკარგა და წაიქცა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ლაბორატორიული მონაცემების კუთხით კი გაუმჯობესება აღენიშნება.