მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო, რამდენიმე ხმაურიანი პრეცედენტის შესახებ გახდა ცნობილი. ბოლო ასეთი ფაქტი USA2GEORGIA-სა და მისი მომხმარებლების დავას ეხება, რომელიც კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყვიტა. USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
როგორ მუშაობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი? - "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კალანდაძე