ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ადამიანებს მთელს მსოფლიოში, დახურა თავისი საქველმოქმედო ფონდი ძალადობით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად.
ჯოლიმ ორგანიზაცია 2015 წელს დააარსა ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთად. Daily Mail-ის ცნობით, საქველმოქმედო ფონდის არსებობის მანძილზე ჯოლიმ მასში დაახლოებით 1,7 მილიონი ფუნტი ინვესტიცია ჩადო. მსახიობმა ფინანსური სირთულეების გამო ორგანიზაციის დახურვა გადაწყვიტა. ამ დროისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ 53 ათასი ფუნტია დარჩენილი. გარდა ამისა, კომპანია კრედიტორებს კიდევ 1,5 ათასი ფუნტი სტერლინგი აქვს. როგორც ჩანს რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ბრედ პიტთან საკმაოდ დიდი თანხები დაუჯდა. ანჯელინა ჯოლი ყოველთვის ითვლებოდა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედ მსახიობად
დეკემბერში ჯოლიმ დატოვა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც მას 2012 წლიდან ეკავა. მსახიობი ირწმუნება, რომ გააგრძელებს გაჭირვებულთა დახმარებას, თუმცა ამიერიდან გეგმავს „გაუმკლავდეს ჰუმანიტარული საკითხებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემების უფრო ფართო სპექტრს“.