Spice Girls-ს მთელი შემადგენლობით გამოვა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. ამის შესახებ The Sun იტყობინება.
მათ შეუძლიათ გამოვიდნენ სადღესასწაულო კონცერტზე, რომელიც გაიმართება სამდღიანი ზეიმის ფარგლებში. გამოცემის ცნობით, სამეფო ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჯგუფი მოეწვიათ კონცერტზე გამოსასვლელად, რადგან გოგონები კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ მეფე ჩარლზს.
„სამეფო ორგანიზატორებს დიდი სურვილი აქვთ, მოიწვიონ ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი და Spice Girls სერიოზულად განიხილავს სცენაზე სრული ძალით დაბრუნებას ასეთი ისტორიული მოვლენისთვის“, - თქვა წყარომ.
ბოლოს ჯგუფი სრული შემადგენლობით 2012 წელს ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა.
მოახლოებულ კორონაციასთან დაკავშირებით, ტაბლოიდები განიხილავენ კიდევ ერთ კითხვას: გამოჩნდება თუ არა ცერემონიაზე მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, პრინცი ჰარი, რომელიც ოჯახთან დაძაბული ურთიერთობაშია სკანდალური მემუარების გამოქვეყნების შემდეგ.
როგორც ადრე გახდა ცნობილი, მეფემ კენტერბერის მთავარეპისკოპოსს შუამავლობა სთხოვა რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე დასწრებოდნენ მის კორონაციას, მიუხედავად პრინც უილიამის წინააღმდეგობისა. უელსის პრინცი ეწინააღმდეგება ღონისძიებაზე ძმის ყოფნას და თვლის, რომ ჰარი კვლავ „ჩააგდებს რაღაც ხრიკს, რომელიც დაჩრდილავს ამ მნიშვნელოვან მოვლენას“. მეფე კარლი, თავის მხრივ, თვლის, რომ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის არყოფნამ შესაძლოა უფრო მეტი კითხვა გააჩინოს.
სასახლესთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ პრინც ჰარის შეიძლება დაჰპირდნენ, რომ ტიტულებს არ ჩამოართმევენ და ცერემონიაზე მას მაღალი სტატუსის შესაბამის ადგილს შესთავაზებენ, რათა ის მოვიდეს.