მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა ბიოგრაფიული წიგნი - Love, Pamela გამოუშვა. გასულ კვირას გამოცემა Variety-მ მემუარებიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაშველების ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უხერხულ ამბებს იხსენებს სადაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავის სახელი ახსენა.
ერთ-ერთ ეპიზოდში მაშველების მსახიობმა სილვესტერ სტალონეზეც ილაპარაკა:"სახლი და Porsche-ს მარკის მანქანა შემომთავაზა, სანაცვლოდ მისი N1 გოგო უნდა ვყოფილიყავი. ვიკითხე: ანუ N2 გოგოც იქნება? მიპასუხა: ამაზე უკეთეს შეთავაზებას ვერ მიიღებ ძვირფასო, ასეთია ჰოლივუდი. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, სიყვარული მჭირდებოდა და არაფერი სხვა". – ამბობს მაშველების ვარსკვლავი.
სილვესტერ სტალონეს ოჯახის წარმომადგენელმა ბრალდება უარყო:"ჩემი კლიენტის მისამართით გაჟღერებული ბრალდება ყალბია. ბატონი სტალონე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს".