მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მესამე პრეზიდენტმა გვიან ღამით გონება დაკარგა, წაიქცა და ხელი დაიზიანა. ამის შესახებ გიული ალასანიას ექიმებმა უთხრეს. ექს-პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ თუ სასამართლო პროცესები გაჭიანურდება, სააკაშვილი მათ დასრულებამდე ვერ გაძლებს.