პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და დიდი ალბათობით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ავღანეთის საზღვრის ახლოს ქალაქ პეშავარში აფეთქება შუადღის ლოცვის დროს მოხდა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ტერორისტებს სურთ შექმნან შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებენ.
თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.