კიევის ეკონომიკის სკოლის ანაგრიშის მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა. მათივე ინფრომაციით, რუსული ბაზრიდან მთლიანად მხოლოდ 179-მა საერთაშორისო კომპანია გავიდა, დანარჩენები კი რუსეთში საქმიანობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებენ.
ინსტიტუტის ინფორმაციით, 491-მა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტენ და ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ.
ამავდროულად კი 1218 კომპანია, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.