საერთაშორისო გამჭვირვალობამ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ გამოაქვეყნა. საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით უკეთესია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანას რეგიონში პირველი ადგილი უჭირავს, თუმცა ქულა 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ორგანიზაციამ ათობით შემთხვევა აღწერა, როდესაც მაღალი დონის კორუფცია გამოუძიებელი დარჩა.