რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვის მიზანია საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს. ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ შეიქმნა, თუმცა საქართველომ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.