ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერობლივ ბრიფინგზე განაცხდა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. კარლ ნეჰამერის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დღესდღეობით საქართველო, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, არასწორად ვითარდება.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ავსტრიის კანცლერი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და ღირსეულს უწოდებს.