თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის ეს იქნება მესიჯი რომ მათ სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლიათ მიიღონ ყველაფერი, რაც სურთ. - განცხადებას იენს სტოლტენბერგი აკეთებს. ნატოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება და სამხრეთ კორეას უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს. ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ნატოსა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას მსოფლიო უსაფრთხოების საკითხების მომავალი ბედის განსაზღვრაში.