უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით უკრაინას აქვს პერსპექტივა და მზადაა უახლოესი ორი წლის განმავლობაში გადადგას საჭირო ნაბიჯები და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ევროკავშირში გაწევრიანების გარდა შმიგალმა უკრაინაში კორუფციის არსებობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ცდილობს კორუფცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აღმოფხვრას.