შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორ-დღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობას და მნიშვნელობას.