საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 3-ი მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული საკითხი, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.