ავსტრიის ფედერაციის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა შეხვედრის დროს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოსა და ავსტრიის პარტნიორობა საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი წარმოადგენდა.