ძმები კაკულიების დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა ძმამ გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა და განაცხადა რომ მათ კვარაცხელიას საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ და ეს მხოლოდ პროვოკაციაა. პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”. აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.