ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ი მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა პირმა მიიღო, არჩევნები 28 იანვრიდან 30 იანვრამდე მიმდინარეობდა , პარტიაში უკვე გაკეთდა განცხადებები თავმჯდომარეობის კანდიდატების მხრიდან, ასევე ცნობილი გახდა, რომ მელიას გუნდის წევრები დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ, თუმცა პარტიაში საქმიანობას კვლავ განაგრძობენ.