ხშირად ამბობენ, რომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო, ვიდრე მასწავლებლობა. მათ უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენზე, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის კუთხით. ობიექტურად თუ ვიტყვით, მასწავლებლები წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაზე — ბაღიდან მოყოლებული, უნივერსიტეტით დასრულებული, ისინი იმაზე მეტს გვასწავლიან, ვიდრე წერა-კითხვა და კონკრეტული საგანია.
სწორედ ამის აღნიშვნას მიეძღვნა Newfoundland and Labrador Teachers’ Association-ის ახალი კამპანია. ვიდეორგოლის მთავარ პერსონაჟს სხვადასხვა ატრიბუტით აღჭურვილი მასწავლებელი წარმოადგენს, რომლისგან თითოეული ბავშვი იმას იღებს, რა პროფესიის დაუფლებაც თავად სურს. ეს სიტყვებად რომ ვთარგმნოთ, შესაძლოა, ადამიანი კონკრეტულ უნარებს არ ფლობდეს, მაგრამ სხვების შთაგონების ძალა ჰქონდეს.