უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 19 190 - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 3 უცხოური საწარმოს ფილიალია.ა დარეგისტრირებული რუსული და ბელარუსული კომპანიების დიდი ნაწილის შემთხვევაში საქმიანობის სფერო მითითებული არ არის.