„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა: ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს.
ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
როგორც მათ განმარტეს, ენმ-ს რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.