მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო. დაცვის მხარე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. ადვოკატ ვალერი გელბახიანის განმარტებით, ამით სასამართლოს მიკერძოებულება გამოვლინდა. შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, პროცესზე ემპათიის ერთერთი ექსპერტის ლალი ჯავაშვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც პროცესზე განაცხადა რომ ექს პრეზიდენტის დიაგნოზი, მძიმე კახექსიაა.